aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიაში გაუჩინარებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე 15 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით “პირველი არხი” ავრცელებს.

მოსკოვი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, რადგან რუსული მხარის მტკიცებით, ისრაელის გამანადგურებლები რუსულ ილ-20-ს ამოეფარნენ და შექმნეს საშიში სიტუაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხდებენ, რომ ისინი უფლებას იტოვებენ შესაბამისი პასუხი ქონდეთ შექმნილ სიტუაციაზე.

როგორც მოსკოვში განაცხადეს, ისრაელმა მოსკოვი სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ავიაიერიშამდე ერთი წუთით ადრე გააფრთხილა.

რუსული მხარის განცხადებით, ისრაელის კუთვნილი F-16-ის ტიპის ოთხმა გამანადგურებელმა გუშინ, ლატაკიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამასთან, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ფრანგული ხომალდიდან რაკეტები გაუშვეს. იერიშიდან მალევე, რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია ისრაელის მხარის პასუხი.

 

იტვირთბა....