სურსათის ეროვნული სააგენტო იმ მწარმოებლების სიას აქვეყნებს, რომლის ნაწარმოებ ხორცპროდუქტში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. თბილისში ასეთი 9 ობიექტი აღმოჩნდა, ორი – ბათუმში, ერთი კი – ქარელში.
შემოწმების შედეგად ერთ პროდუქტში ნახეს ვირის ხორცის შემცველობა, თერთმეტში კი – ცხენის ხორცი.
მწარმოებლების ჩამონათვალი კი ასეთია:
თბილისი
შპს,,ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო – საქონლის ხორცის ბასტურმა;
შპს,,ელფუდი” – ხინკალი “რაჭა“ (ნახევარფაბრიკატი);
ი/მ ოთარი ხარშილაძე – კატლეტი;
შპს,,იმედი2012″ – გაყინული ქაბაბი (ნახევარფაბრიკატი);
შპს,,გაუშა” – გაყინული გუფთა;
შპს,,კავკასიაN1 “ – საქონლის ხორცის ,,ბასტურმა”;
შპს,,მეგა” ნახევარფაბრიკატების საწარმო – გაყინული ქაბაბი (ნახევარფაბრიკატი);
მწარმოებელი ი.მ,,თ. ნიაზაშვილი” – გაყინული ხინკალი (ნახევარფაბრიკატი);
რეგიონები
ი/მ იზოლდა ევგენიძე” კაფე -ბარი ,,ჩვენებურები” (ბათუმი) – კატლეტის ფარში (ნახევარფაბრიკატი);
ი/მ ,,ბაკური” (ბათუმი) – ფარში;
შპს ,,მაკრატელა“ (ქარელი) – საქონლის ხორცის ,,ოსტრი” (მზა პროდუქტი);
ვირის ხორცი აღმოჩნდა ი/მ,,შალვა არჩვაძის წარმოებულ ოსტრში (მზა პროდუქტი).
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. შესაბამისად, სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ჩამოთვლილმა მწარმოებლებმა, შესაბამისი სანქციების შემდეგ დარღვევები გამოასწორეს.