aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა დაუჯდებათ მშობლებს ბავშვის კბილების სწორ ზრდაზე ზრუნვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასწორი თანკბილვა არცთუ იშვიათი მოვლენაა, რის გამოც, მოზრდილ ასაკში მყოფნი მრავალხნიან მკურნალობას იტარებენ, რაც ვიზუალურ ესთეტიკასთან ნაკლებად არის დაკავშირებული. შესაბამისად, თუ მშობელი ბავშვის თანკბილვის სწორად განვითარებას მცირე ასაკიდან მიაქცევს ყურადღებას, ნაკლებ დროში, უმნიშვნელო დანახარჯებით, შვილის სამომავლო ჯანსაღ ღიმილს უზრუნველყოფს.
კლინიკა „დენტა სტილის“ ექიმი-ორთოდონტი, თამარ რობაქიძე „მეტრონომს“ ბავშვთა ორთოდონტიაზე ესაუბრება.

„მეტრონომი“: რა ასაკიდან შეიმჩნევა ბავშვის არასწორი თანკბილვა?
თამარ რობაქიძე: ყბა-ყურთა სისტემის ანომალია თავიდანვე შესამჩნევია. განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ იმ მშობლებს, რომელთაც ამის გენეტიკური მიდრეკილება თავად აქვთ. მათ, დაახლოებით ბავშვის 3 წლის ასაკიდან უკვე უნდა დაიჭირონ თადარიგი და ორთოდონტთან მიიყვანონ.
დღეს არსებობს საშუალებები, რომელიც იძლევა სწრაფად და ეფექტურად, უმტკინვეულო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. ეს არის პრე-ორთოდონტიული ტრეინერები და სპეციალური, ორშრიანი სილიკონური პოზიციონერები, ე.წ. სტარტერები, რომლითაც უკვე შესაძლებელია 5 წლის ასაკის ბავშვის მკურნალობა.
– ეს პროცედურა, ადრე, დისკომფორტთან იყო დაკავშირებული?
– რა თქმა უნდა, ადრე ეს პროცედურა ითვალისწინებდა პლასტმასის კონსტრუქციას მეტალის ელემენტებით, რომელიც 24 საათი უნდა ეტარებინათ. ეს კი ბავშვისთვის დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე, „მაიობრეისის“ კონსტრუქცია ამის კარგი ალტერნატივაა, რადგან ის ბავშვს დისკომფორტს არ უქმნის. ამავდროულად, პაციენტი მას მხოლოდ ძილის პერიოდში ატარებს, ხოლო დღის განმავლობაში – 1-2 საათს.
– რამდენი დრო სჭირდება მკურნალობას?
– თუ ადრიდანვე მოხდება დიაგნოსტირება, მხოლოდ 6 თვეც კი საკმარისია.
მაგალითად, თუ მშობელი ხედავს, რომ ცვლადი კბილების ამოღების შემდეგ მუდმივი კბილები არასწორად ამოდის, ან სარძევე კბილებს შორის სივრცე არ არის, ან ბავშვს მავნე ჩვევები აქვს: თითის წოვა, პირღიაობა, ღამე პირღია სუნთქვა, ან მიჩვეულია მხოლოდ დაბლენდერებულ საკვებს და მყარ საკვებზე გადასვლა უჭირს, ამ და სხვა მიზეზების გამო, მშობელმა უნდა მიიყვანოს ბავშვი ორთოდონტთან.
ამავდროულად, მოზარდ ასაკში, ძვალს გაძვალების პროცესი ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული, შესაბამისად, ორგანიზმი მკურნალობას ყველანაირად ემორჩილება. ორგანიზმი ამ დროს საკუთარი რესურსის ხარჯზე ასწორებს ანომალიას.
– ბავშვებს, სავარუდოდ, არანარი კონსტრუქცია არ მოსწონთ და მათ იხსნიან. რა ხდება ამ დროს?
– რა თქმა უნდა, ხანდახან ამგვარი შემთხვევაც არის, რა დროსაც, თავიდან, დღის განმავლობაში მხოლოდ 5 წუთი ენიშნება ეს კონსტრუქცია ბავშვს, შემდეგ კი თანდათან იზრდება დრო.
– რაც შეეხება ღირებულებას, რამდენად ხელმისაწვდომია?
– სხვა სისტემებთან შედარებით, „მაიობრეისით“ მკურნალობა ხელმისაწვდომია და ბრეკეტ სისტემასთან შედარებით ნახევარ ფასს წარმოადგენს. „მაიობრესის“ კონსტრუქცია მხოლოდ გარკვეულ ანომალიებს ვერ ერევა, რასაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება. სხვა გართულებებს კი ეფექტურად ებრძვის. აპარატის ღირებულება საშუალოდ 150 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს. შემდეგ კი პაციენტს კლინიკაში მოსვლა თვეში ერთხელ უწევს, რაც თანდათან იშვიათდება.

იტვირთბა....