aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა Secret Santa-ს საჩუქრების შესაძლო მითვისებას იძიებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პროკურატურა secret santa-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის კურიერის მიერ ამანათების შესაძლო მითვისების საქმეს იძიებს. საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკვე დაიბარეს პროექტის ერთ-ერთი მონაწილეც

საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფოსტაც:

“ძვირფასო მომხმარებლებო,
საახალწლო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა – სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები. მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, რომ ცოტაოდენი დრო დაუთმოთ სამართალდამცველებს, რითაც საქმის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებით.” ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: on.ge

იტვირთბა....