aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტს პლებისციტის იდეა მოსწონს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი “ევროპული საქართველოს” ინიციატივას – საარჩევნო საკითხებსა და პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით, იწონებს:

“ძალიან საინტერესო იდეაა. ზოგადად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო ჩართულობას. პრინციპულ საკითხებზე პლებისციტის ჩატარება ძალიან საინტერესო იდეაა”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. (პლებისციტი- კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.
პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა).

პლებისციტი ორ საკითხს შეეხება – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

იტვირთბა....