ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის მიერ მიღებულია

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის მიერ, 115 ხმით, პირველი მოსმენით მიღებულია.

კონსტიტუციური კანონის პროექტში შემდეგი ცვლილებებია:

კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება, რაც იმას გულისხმობს, რომ გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

ამავდროულად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

მე-16 მუხლში, რომელიც რწმენასთან, აღმსარებლობასა და სინდისის თავისუფლებასთანაა დაკავშირებული, სიტყვები: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ – ამოღებულია.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” იცვლება ტერმინით – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა და მიღება მიმდინარე კვირის პლენარული სხდომაზე იგეგმება.

იტვირთბა....