ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქიტაშვილი – ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე -ანანიაშვილისგან

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელ პოსტს არ უნდა იკავებდეს.

„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი  მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“,- აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

იტვირთბა....