aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძღოლებისთვის: როდის ამოქმედდება ტექდათვალიერების კანონი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტექდათვალიერების ამოქმედება იგეგმება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან და არც ერთი დღით არ გადაიდება:

„ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარული კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა და თუ არ ვცდები, მესამეს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. დაახლოებით, ოქტომბრიდან დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის.

ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთდროულად, ერთ დღეს გაიაროს ეს პროცესი. იქნება გეგმა გაწერილი ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ არსებობს ავტომობილების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვალდებულნი არიან დათვალიერება გაიარონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ვიდრე შვეიცარული კომპანიის მიერ საბოლოო პროექტი არ იქნება წარმოდგენილი, ნუ აყვებიან სპეკულაციებს.

იტვირთბა....