aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის, იგივე ზუზუს ცხედარი სახლში გადაასვენეს. მის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომელიც დაადგენს, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

მსახიობი გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა. მსახიობის დედა აცხადებს, რომ არ იცის ვისთან იმყოფებოდა დოლიძის ქუჩაზე მისი შვილი.

მსახიობის მეგობარი, მაია კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ის ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. მისი თქმით, მისი მამა გულის პრობლემით ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და ვარაუდობს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზიც შესაძლოა გულის პრობლემა გამხდარიყო.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....