aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი ცდილობს, საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს”: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს, რათა გააძლიეროს თავისი ზეგავლენა აქ, – ასეთი განცხადება გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ასამბლეა მუდმივად გმობს რუსეთის მიუღებელ ოკუპაციას საქართველოში. მუდმივად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს, რათა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა და ზეგავლენა.  ეს იქნება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატულება იმისა, რომ საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს. იმედი მაქვს, დეკლარაცია უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩვენ კონსოლიდირებული აზრი გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

იტვირთბა....