aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის დედა: “აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისში იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ, ვინც სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს  ესროლა. დაღუპულის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს.

„აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს და უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.

„სამართალს ვითხოვთ. ჩვენ აქ ტერორისტებს არ ვზრდით, ჩვენ ყველანი დედები ვართ, ჩვენ ვაჟკაცებს ვზრდით, რომლებიც ერთ მუშტად არიან შეკრულები, არ შევარჩენთ,“ – აცხადებენ სოფელ დუისში.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. დღეს დილით მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, გუშინ კი მეხუთეც დააკავეს.

იტვირთბა....