aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა, თუმცა მკვეთრად შეამცირა -ამის შესახებ გაზეთი “რეზონანსი” წერს.
სტატიაში ნათქვამია:
” მართალია, ამ კატეგორიის ავტომობილები რაოდენობრივად ძალიან ცოტა ჩამოდის, მაგრამ ეს ბიზნესი სრულად მაინც არ განადგურებულა, რისი მოლოდინიც იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ახალი ტარიფით 1 319 მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალება განბაჟდა.
ცხადია, ეს ციფრი ახლოს ვერ მივა შარშანდელ და შარშანწინდელ მონაცემთან, როდესაც 1 თვეში ქვეყანაში 3500-მდე მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იაპონური მანქანების შემოყვანა მაინც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებსა და იმპორტიორებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ტრანსპორტისა და გზების ასციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ჩამოჰყავთ დაბალ ფასად შეძენილი მარჯვენასაჭიანი მანქანები, რომელთა განბაჟება იმპორტიორებს მაღალ ტარიფის პირობებშიც კი უღირთ, რასაც სავტომობილო ბიზნესში არ ეთანხმებიან. ისინი ფიქრობენ, რომ შეზღუდვის მიუხედვად, ინტერესი მაინც არის, თუმცა ამ ბიზნესს უკვე არანაირი პერსპექტივა არ აქვს საქართველოში.
დავით მესხიშვილის განცხადებით, უმჯობესია, თუკი სახელმწიფო ელექტრომობილების ბიზნესს წაახალისებს. მართალია, ამ მიმართულებით ძვრა შეინიშნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

“მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის კლება ძალიან საგრძნობია, წინა წლებში ათიათასობით შემოდიოდა, ხოლო 2016 წლის ბოლოს მან მარცხენასაჭიანი მანქანების იმპორტიც უკან ჩამოიტოვა. ახლა ასეთი მანქანის მიმართ ინტერესი თითქმის აღარ არის. განულების მოლოდინი არ გვქონია, მაგრამ ფაქტია, რომ იმპორტი მკვეთრად შემცირდა.
თუკი მაინც შემოდის მარჯვენასაჭიანები, ეს მხოლოდ ფასის გამოა. იაპონიაში იმდენად იაფადაა შეძენილი, რომ აქ ძვირად განბაჟება უღირთ. რამდენადაც ვიცი, იმპორტიორებს ასეთი მანქანის ყიდვა 100 დოლარადაც კი შეუძლიათ. ე სარის განმაპირობებელი ფაქტორი. გარდა ამისა, არიან იმპორტიორები, რომლებიც ამ მანქანებს ჯერ კიდევ ყიდულობენ. შეიძლება მათ შორის იყოს სპორტული მანქანაც, ვერ გეტყვით, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ. მიზეზი რამდენიმეა, ამიტომ მაინც შემოდის გარკვეული რაოდენობა, რაც ვერასდროს აიკრძალება.
სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰიბრიდებზე დიდი მოთხოვნაა. ამასთან, კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა ელექტრომობლების პოპულარიზაციის მხრივ გაძლიერდება. სახელმწიფო ტენდერების შემთხვევაში, თუკი რჩევანს ელექტრომობილებზე შეაჩერებენ, მთლად უკეთესი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდება. ჩემი აზრით, წახალისება არ არის საკმარის დონეზე. სახელმწიფოს გაცილებით მეტი შეუძლია ელექტრომობილების ბაზრის პოპულარიზაციისთვის”, –
აცხადებს დავით მესხიშვილი.”
წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....