ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილი – უსუფაშვილს ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ შევხვდები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “შენების მოძრაობის” ლიდერს სამიტიდან ჩამოსვლის შემდეგ შეხვდება.

„აზრებს გავუცვლით ერთმანეთს. გავივლი კონსულტაციებს. კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს ქვეყნას მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერები, ამის თაობაზე მე ბატონ დავითს გუშინაც ტელეფონზე ვესაუბრე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს.

იტვირთბა....