ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის ზღვაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. ინციდენტი 7 იანვარს მოხდა. დაჭრილი სამსხურეობრივ მოვალეობას არ ასრულდა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველები ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....