მთავარი ციტატა

“თამარ ჟვანია ფავორიტია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება წინასწარაა მიღებული”

“ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ფავორიტი შესაძლოა, იყოს თამარ ჟვანია, რადგან ის დღესაც მოქმედი თავმჯდომარეა. თამარ ჟვანია ხუთი წელი ხელმძღვანელობდა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას. ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში მისი რეკომენდაციით არის მისული. აქედან გამომდინარე, თანაბრობაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა დღეს კანდიდატებს გვაქვს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან გასაუბრება. გვექნება საშუალება, მათ გავაცნოთ ჩვენი ხედვები, ჩვენი გეგმები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რა და როგორ წარმოგვიდგენია რომ გაკეთდეს, რათა უფრო მაღალი ხარისხის არჩევნები ჩავატაროთ მომავალში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ წინასწარ ყველაფერი გადაწყვეტილია. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდეთ სხდომის შედეგებს“, – ვლადიმერ ბოჟაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანიდატი.

 

 

იტვირთბა....