ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჟვანია: სხდომაში არ მივიღებ მონაწილეობას

„სხდომაში დღეს არ მივიღებ მონაწილეობას”, – ამის შესახებ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, არ სურს კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ.

“კანონით არის გათვალისწინებული, რომ სხდომაში მონაწილეობა და ხმის მიცემა შემიძლია, მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, არ წავიყვან დღევანდელ სხდომას და კენჭისყრაშიც არ მივიღებ მონაწილეობას“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით  კირთაძეც. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. საარჩევნო სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

იტვირთბა....