ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის ეროვნული უშიშროების ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი  მდივნის დავით რაქვიაშვილის ბიოგრაფიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი.

დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.  აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი  მონაწილეობდა  ე.წ. ჟენევის დისკუსიებში,  ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა  საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და  ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.

 

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს   სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.   დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ახლადდანიშნულმა მდივანმა ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მის ამ თანამდებობაზე მუშაობისას პრიორიტეტული იქნება:

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის. საჯარო სამსახურში ყოფნა, მითუმეტეს სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია. ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ეს კარგად მესმის. ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს. გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილმა თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილი შეცვალა.

 

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..