aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ველმონდი”: თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო “ველმონდის”(ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“) გენერალური დირექტორი ალპერ პინარი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ის ამბობს, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ, შარშანდელი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან, სხვა შემთხვევაში როგორც დირექტორი აცხადებს, სტუმრებს არ გამოგზავნიდნენ.

„საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ძალიან კარგად, იცის რომ 43-დან 30 რეკომენდაცია შევასრულეთ და მზად ვართ, დანარჩენი ხარვეზებიც გამოვასწოროთ. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის პიკზე ამგვარი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა მარგო სასტუმროს, არამედ მთელი საქართველოს იმიჯზეც. მოლაპარაკების შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს. მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთულები ვართ. მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება

უსაფრთხოების წესებს რომ ვიცავთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა ტურისყული სააგენტო, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, დეტალურად გაეცნო აქ არსებულ სიტუაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებს არ გამოგზავნიან. მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ, სად რა გავაკეთეთ და ვაცხადებ, რომ დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ”,-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ის პოზიციას არ ცვლის და “ლეოგრანდს” ხვალ, 18:00 საათამდე აძლევს დროს, რომ სასტუმრომ საქმიანობა შეწყვიტოს.
გასულ წელს სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ სასტუმრომ სახელი შეიცვალა და ახლა მას “ველმონდი” ქვია.

იტვირთბა....