ახალი ამბები მთავარი სამართალი

მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი: “კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ოცნების ბიუჯეტში მიდიოდა”

“კურიერმა” “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის, ირაკლი ჩუბინიშვილის საუბარს. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიაში ხდება თანხის მიტანა. ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ყველას უწევს ამ თანხის გადახდა და საუბარში ახსენებს ვანო ჩხარტიშვილს და ახსენებს “ბიძის”, რომელიც სავარაუდოდ, არის ბიძინა ივანიშვილი.

იტვირთბა....