aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ენმ-ის აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან სასამართლომ 5 პირი დააჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან

 

ენმ-ის დაკავებული აქტივისტებიდან სასამართლომ 5 პირი დააჯარიმა. საქმე ეხება 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც ”ნაციონალური მოძრაობა” ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვლისთვის 1 ლარად მიწების გადაცემის საკითხს აპროტესტებდა.

აქციისას დაკავებული 6 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ერთი პირი გაამართლა, ხოლო 5 კი დამნაშავედ ცნო.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა აღნიშნა, მოსამართლემ ბესიკ გაზდელიანს სამართალწარმოება შეუწყვიტა, ხოლო დანარჩენილი 5 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი 173- ე, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლით, ხოლო სამი კი, 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით:

”აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რადგან როცა სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლში გაამართლა ბრალდებულები, ისინი ასევე უნდა გამართლებულიყვნენ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლითაც”, -აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ჯარიმები 250-დან 600 ლარამდე მერყეობს.

2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე, სადაც ”ნაციონალური მოძრაობა” ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვლისთვის 1 ლარად მიწების გადაცემის საკითხს აპროტესტებდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....