aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა სასამართლომ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა, ზუგდიდის სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა. ზუგდიდის სასამართლომ როგავას საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განიხილა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყედან 20 დღის წინ გაიტაცეს. მათმა ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. სამართალდამცავების მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილეებს გზა გაეთავისუფლებინათ, შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას დაა.

 

 

იტვირთბა....