aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დუისის რწმუნებული: თბილისში სპეცოპერაციის საქმეზე ბინის მესაკუთრის ნათესავია დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, თბილისში, ისანში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებულია რიზვან გორნაკაშვილი.

რიზვან გორნაკაშვილი, მარგოშვილის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს (დის ქმარს), ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა, რომ თბილისში, მისი საცხოვრებელი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თვეში 300 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ.

“ეს ინფორმაცია ასლანბეგმა თვითონ მიაწოდა პოლიციას დღეს დილით, იგი 11:00 საათზე გამოცხადა დუისის პოლიციაში და უთხრა ეს ყველაფერი. ცოლისძმა ყოფილია, ომალოელი, მე მას არ ვიცნობ, მღებავად მუშაობს თბილისშიო, მას დაურეკია ასლანბეგისთვის, ქირას გადაიხდიანო 300 დოლარსო და შემუვუშვაო ბინაშიო? და ამისგანაც თანხმობა ყოფილა,” – განუცხადა მარგოშვილმა “ნეტგაზეთს”.

სრულად: “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....