aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დემონურ ძალებთან დებატებში არ შევალ”: მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დემონურ ძალებთან დებატებში არ შევალ. ქარჩავა ახმოვანებს საპატრიარქოს არაფორმალური ხელმძღვანელის ხმას” – ასეთი კომენტარი გააკეთა “პირველის” ეთერში მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მეუფე პეტრე პატრიარქს მუდმივად ეწინააღმდეგება და მის მოშირებაში აქტიურად არის ჩართული. როგორც ედიშერ ქარჩავამ თქვა, მეუფე პეტრე ცაავა მუდმივად ცდილობს მის თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქს კონკრეტულ საკითხებში შეეწინააღმდეგოს.

“ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა,  პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე“, – განაცხადა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი.

 

იტვირთბა....