არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს საღამოს, 6 საათიდან ამოქმედდება

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სესხების განულების თემასთან დაკავშირებით განაცხადა, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.

“დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით,  აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება.

“თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, პრემიერი ინიციატივით გამოვიდა 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში 2000 ლარის ფარგლებში აღებული სესხები გაუნულდეს, რომლისთვისაც მილიარდნახევარი უნდა დაიხარჯოს. ამ ინიციატივას დღემდე სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

იტვირთბა....