დაბა თიანეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 109-ემუხლით დაიწყო.
“სამართალდამცავები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას ატარებენ, დანიშნულია ექსპერტიზები”, – აცხადებენ შსს-ში.