ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

გვარამიას საგანგებო განცხადება: “ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული ძალების მხრიდან”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარ ინციდენტზე გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მან არხის სახელით ბოდიში მოუხადა ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებით შეილახა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ განიხილა ჟურნალისტის განცხადება და მას გამოეცხადა საყვედური. თუმცა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში, რის გამოც ტელეკომპანია ვერ და არ აიძულებს ჟურნალისტს ბოდიშის მოხდას მის პირად მოსაზრებაზე.

“არხის სახელით ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ესენი ჩვენ მიერ, არ განიხილებიან მორწმუნეებად, არც ერთი მოქალაქე არ განიხილება ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად ამ ადამიანებს თავისთვად ცხადია, არ ვგულსიხმობ.

დღეს დილიდან, “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას ეხებოდა, გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო. ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კონფენსიის საკუთრება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს მათ პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებებში, როცა ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს. ასეთი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა ჩვენს ორგანიზაციაში  მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებსაც.

მიუხედავად იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჟურნალისტის განცხადება იმ პირობებშიც, როცა ის არ ჯდება “რუსთავი 2″- ის სარედაქციო პოლიტიკაში, მიუხედავად ამისა, გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. საკუთარ პოზიციას ის გააკეთებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.  არხი ვერ აიძულებს და არ აიძულებს ჟურნალისტს ბოდიში მოიხადოს.

დღეს, რ2 ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული იქნა ე.წ. ქართული მარშის მიერ, რომელიც არის მოძალადე, რუსული ძალისგან დაფინანსებული ძალა და პერიოდულად სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. დღეს მან ჩაიდინა მორიგი სისხლის სამართლის დანაშაული.

ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაც არის მძიმე დანაშაული და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ორგანიზატორი პირების და მონაწილეების მთელი სიმკაცრით, სისხლის სამართლებრივ დასჯას. ისე, რომ ისინი იყვნენ იზოლირებული საზოგადოებისგან, რათა ვერ შეძლონ შუღლის გაღვივება, დაშინება, ჟურნალისტულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა. მინდა მადლობა გადავუხადო პატრულის სამსახურს, რომელიც ოპერატიულად მოვიდა ადგილზე.

რ2 მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს, ხალხს, ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან დაფინანსებული და მართული ძლების მხრიდან. მოგიწოდებთ გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტებს თავისუფლება. მთავრობას ვაფრთხილებ, რომელიმე რ2-ის თანამშრომელზე ნებისმიერ ზემოქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკითხს. ჩვენ, საზოაგდოებას, დაგვიდასტურონ, რომ ეს ძალები არ არიან ხელისუფლებისგან მართული. თუ ეს ადამიანები არ დასიჯებიან სათანადოდ, ჩავთვლით, რომ ისინი მთავრობისგან არიან მართულნი”- განაცხადა გვარამიამ.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

მარშის წევრები ტელეკომპანიის შენობასთან მივიდნენ, გიორგი გაბუნიას, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, არ უშვებდნენ ტელეკომპანიის ეზოში. დააზიანეს ავტომობილი და იძალადეს ჟურნალისტებზე. დაკავებულია აქციის ექვსი წევრი.

იტვირთბა....