aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გამყრელიძე: “ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულმა აცრებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ვაქცინაცია ჩაიტაროს.

„იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც კაცობრიობას მედიცინაში მოუგონია. ის ყოველთვის არის პირველ სამეულში სხვადასხვა რანგირებით, სამედიცინო გამოგონებასთან მიმართებაში. იმუნიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობას იცავს. მოგეხსენებათ, უკვე 40 წელია აღმოიფხვრა და კაცობრიობას აღარ აწუხებს ყვავილი. ახლა რიგში დგას პოლიომიელიტი, რომელიც 80-იან წლებში დაახლოებით 400 000-მდე ადამიანს უნარშეზღუდულს ხდიდა, იყო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ მოდის წითელა. ახლა დაიწყო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ აცრა, რადგან ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი 200 ქალბატონი იღუპება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინის ხარისხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო.

„ჩვენთან ყველა ვაქცინა, რაც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით შემოდის, გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ანუ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

იტვირთბა....