aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და ამ ფონზე მავთულხლართები არ არის ამდენად დიდი პრობლემა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და ამ ფონზე მავთულხლართები არ არის ამდენად დიდი პრობლემა”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთ-ერთ სესიაზე, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს განიხილავენ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტები შესაძლოა ერთმანეთისგან ბუნებით განსხვავდება, თუმცა ყველა კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს მიუძღვის.

“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და მავთულხლართები ამ ფონზე არ არის ამდენად დიდი პრობლემა. ჩვენი პროგრამები, მშვიდობიანი პოლიტიკა, დიალოგი აფხაზ და ოს ხალხთან, შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს გაყინული ურთიერთობების გალღობაში. ჩვენ ამით დავძლევთ ნებისმიერ ტანკს და მავთულხლართებს. ნდობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. კონფლიქტები ბუნებით შესაძლოა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს მიუძღვის. სამწუხაროდ, ცისფერი ჩაფხუტები შეიცვალა ოკუპაციის ფერით”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

იტვირთბა....