საზოგადოება

“ბებია და შვილიშვილმა გზა გადაუჭრეს მანქანას -ეს იყო ჩემი ბედი, რომ მე გადავრჩი!”

Facebook-მომხმარებელი თათული მელქაძე ბოლო პერიოდში გახშირებულ ავარიებს ეხმაურება:

“რამდენიმე დღის წინ,  ვმოძრაობ მანქანით აეროპორტის გზაზე. იქ არის შუქნიშნები, რომელიც (ფეხითმოსიარულემ, რედ.) შეგიძლია გამოყენო მოთხოვნილების მიხედვით. შეაჩრებ მოძრაობას და გადახვალ.
მწვანე იყო და ჩვეულებრივ ვმოძრაობ (ავტომობილით. რედ.). ვხედავ ჩემ წინ მანქანამ გააჩერა მოულოდნელად. მე გვერდით მივყვებოდი და მე არც მეხებოდა რომ  (ასევე. რედ) შემეჩერებინა, მაგრამ არ ვიცი, მეც ავტომატურად გავაჩერე.
ალბათ ეს იყო ჩემი ბედი, რომ მე გადავრჩი!
სავარაუდოდ, ბებია და შვილიშვილმა გზა გადაუჭრეს მანქანას.  გამოვიდოდა რომ ერთ მანქანას გადაასწრებდნენ და მე შემომივარდებოდნენ.
რა ეცვათ ისიც კი მახსოვს…  ბოდიში-ბოდიშიო და გადაცუქცუქდნენ გზაზე…
ვის უნდა შენი ბოდიში, ან თავს რად იღუპავ, ან სხვას რატომ ღუპავ სამუდამოდ?!”-წერს მელქაძე.

იტვირთბა....