aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას მეზობლები გამორიცხავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ე.წ. ბენზეს დასახლებაში, 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობის ვერსიას მეზობლები გამორიცხავენ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო. გოგონას ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს:
“თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა, გამორიცხულია ეს გოგო თავს არ მოიკლავდა”- ამბობს მეზობელი.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

 

იტვირთბა....