aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“: გიორგი გიორგანაშვილი არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), რომელიც ციხიდან გირაოს სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. მან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო, უბრალოდ, მათ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და ძალიან ბევრმა მთხოვა, რაღაც ფორმით, მათი პრობლემა გამევრცელებინა“,- განაცხადა გიორგანაშვილმა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.

„ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სულ არის. დაკავების პროცესში ჩემი უფლებები დაირღვა. არც ოქმია ადგილზე შედგენილი, მოწმეებიც მარტო პოლიციელები არიან.

რეალურად, იქ იყო თუნდაც ტაქსისტი. შეეძლოთ ნებისმიერი გამვლელი მანქანა გაეჩერებინათ და მოწმის სახით დაესწროთ. ადვოკატი შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი არ დამიკმაყოფილეს. რეალურად, ყველაზე მძიმე პირველი დღე იყო. აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“,- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში. ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა მოხშირდა და საპოლიციო სისტემაში ხარვეზებია. ისინი სათანადო რეაგირებას ითხოვენ.

შეგახსენებთმ, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ

იტვირთბა....