aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე: ორი ქართველი მესაზღვრის მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ქართველი მესაზღვრე თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს.

შეგახსენებთ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა. ტელეკომპანია იქ მომუშავე მესაზღვრეზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მთიან ადგილას, კარავში მოხდა.

შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მესაზღვრე დაიღუპა და ორი დაშავდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....