სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო რუსთავის ავტობაზრობიდან. ბაზრობის ტერიტორიაზე გამოკრულია “სტიკერი”, სადაც წერია, რომ ვინც ძაღლებს საკვებით გაუმასპინძლდება 50 ლარით დაჯარიმდება.
“მეტრონომი” რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ახლა არასამუშაო საატებია და განმარტებას ხვალ გააკეთებენ, ხოლო თავად “სტიკერი” სხვა შინაარსის მატარებელია.

