aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ არიან სავარაუდო ტერორისტები: მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ჯერჯერობით რთულია სპეცოპერაციის შესახებ ზუსტი შეფასებების გაკეთება. მისი თქმით, მსგავსი  სპეცოპერაციები ევროპაშიც  დროში საკმაოდ იწელება და რთულად მიმდინარეობს. მითუმეტეს, როდესაც  ოპერაცია  დასახლებულ ადგილას მიდის.

არეშიძე ამბობს, რომ არ ვიცით ოპერაციის რეალური გარემოებები და ვერც იმას ვიტყვით, როგორ მოხდა სპეცოპერაციის დაგეგმვა და რა შესაძლებლობები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურს. კავკასიოლოგის თქმით, ბელგიაში მსგავსი ოპერაციისას სამართალდამცავებს ორ სართულიანი სახლის  დასაკავებლად 26 საათი დასჭირდა.

არეშიძის აზრით, ბევრი ვარაუდის და ვერსიის დასახელება შეიძლება ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა ესენი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაშლილი მებრძოლები არიან, რომლებიც საქართველოს გადაადგილებისთვის იყენებენ. ან არ არის გამორიცხული, რომ ეს ქართველი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც  სირიიდან უკან სამშობლოში დაბრუნდნენ.

“არ ვიცით ზუსტად ტერორისტები  ვინ შეიძლება იყვნენ. შესაძლოა ამ ჩეჩენ ოჯახთან ღამის გასათევად სტუმრები მივიდნენ, რომლებიც ტერორისტები აღმოჩდნენ.  შესაძლოა ქართველებიც არიან, რომლებიც სირიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

საუბარი იმაზე,  რატომ ხდება სპეცოპერაცია საცხოვრებელ სახლში რთული სათქმელია. იქნება ეს ადამიანები დიდხანია ამ სახლში იმყოფებიან და გარეთ არ გამოდიან.

არ არის გამორიცხული, რომ მათ ელოდებოდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და არ ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლს, ამიტომაც მიიღეს მათი აყვანის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ხალიფატი დაიშალა, მისმა მებრძოლებმა მიიღეს ბრძანება, რომ ყველა თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო, მათ შორის კავკასიელებიც და საქმიანობა იქ განეგრძოთ. ამიტომ თუ კვალიფიციური მსჯელობაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ მოვლენების  დასრულებას უნდა დაველოდოთ.

საქართველო ტერორიზმის კუთხით მეოთხე რისკის მქონე ქვეყნად ითვლება. თუმცა,  რაც სირიაში ხალიფატი დამარცხდა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. კავკასიელები, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ, შესაძლოა ერაყში ან ავღანეთში გადასვლა აღარ მოინდომეს და კავკასიაში გადმოვიდნენ. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ისინი საქართველოს მეშვეობით ევროპაში გადადიოდნენ. სირიაში ბევრი ქართველი იბრძოდა. ამიტომ უსაფრთხოების სამსახური მათ უკან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყოს”,-განაცხადა არეშიძემ “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ინტენსიური სროლა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მობილიზებულია 15-მდე სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო სამსახურები. სავარაუდოდ არიან დაჭრილები. ამ დროისათვის მოსახლეობა მიმიდებარე ტერიტორიას ტოვებს. სამართალდამცავებმა ტერორისტებს დანებება შესთავაზეს, თუმცა ური მიიღეს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....