aviabiletebi
ვიდეო საზოგადოება

შორენა ბეგაშვილი პირველად ყვება დეტალებს: როგორ გადავარდა ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობი შორენა ბეგაშვილი იმ დღის დეტალებს იხსენებს, როდესაც მისი შვილი, ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა. ამის შესახებ მსახიობი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ექიმებში“ პირველად ყვება. ვიდეოში, მოცემულია ნაწყვეტი გადაცემიდან, რომლის სრული ვერსიაც კვირას ეთერში უნდა გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე რამდენიმე ხნის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ის მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ერთი თვის შემდეგ ევა სახლში გაწერეს, თუმცა გუშინ ის გაუსაძლისი ტკივილების გამო კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევა ბარბაქაძეს ხვალ დილით თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილის ერთ-ერთი  მეგობარი საუბრობს:

“გუშინ გაუკეთეს ყველაფერი იაშვილის კლინიკაში და ხვალ დილის 6 საათზე მიდიან თურქეთში სამკურნალოდ. მანქანები დავალომბარდეთ, პირველ ეტაპზე, გასამგზავრებელი თანხა ასე თუ ისე შეგროვდა და მერე ვნახოთ რა იქნება. ამ დროისთვის ზუსტად არც ვიცით, რა რაოდენობის თანხა არის საჭირო”, – აღნიშნა ბეგაშვილის მეგობარმა.

იტვირთბა....