ახალი ამბები

ბათუმში ზღვამ სანაპიროზე ზღვის ღორი გამორიყა

ბათუმში ანბანის კოშკთან ზღვამ მკვდარი ზღვის ღორი გამორიყა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. როგორც გუჩმანიძე „ფეისბუქში“ წერს , სავარაუდოდ, მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვა ძლიერ შტორმს უნდა უკავშორდებოდეს.

ბოლო ოთხ დღეში ეს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე მეორე შემთხვევაა.

იტვირთბა....