ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხაბეიშვილის გადადგომას ვინც ითხოვს, ერთი წლის წინ მელიას შტაბს წარმოადგენდა” – პაატა მანჯგალაძე

ხაბეიშვილის გადადგომას ვინც ითხოვს, ერთი წლის წინ მელიას შტაბს წარმოადგენდა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ასე არ გამოვა, ხალხნო. ადამიანის გადადგომას რომ ითხოვთ, არჩევნები მაინც მოითხოვეთ, ეს არის გამოსავალი. ასეთი კარგები თუ არიან, მიშას მემორანდუმს რატომ არ მოაწერეს ხელი? მიშისტები თუ არიან, მემორანდუმისთვის უნდა მოეწერათ ხელი. ეს არის მთავარი. დაპირისპირება ამ ახალ წელს მორჩება. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ მიშას თუ არ უსმენ, ხაბეიშვილი არ მოგწონს, პოლიტსაბჭოს არ ისმენ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებები არ მოგწონს, რამდენი ხანი შეიძლება, გერქვას „ნაციონალური მოძრაობა?“
ბევრი კარგი ადამიანია და პირადად ვიცნობ. ახლა რომ ითხოვენ ხაბეიშვილის გადადგომას, ბიუჯეტები შემოდის კორუფციული თვითმმართველობებში და კითხვა მაქვს, მერების გადადგომას რატომ არ ითხოვს ეს ხალხი?
ერთი, ვისაც განსხვავებული აზრის გამო უშვებენ, არის საქართველოს პარლამენტი. დავით სერგეენკო, ყველაზე კეთილშობილი „ქოცი“ და ჩაჩიბაია გაუშვეს. ხელისუფლებისგან პროპაგანდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ვინმემ ვინმე დასაჯოს, მგონი, არასწორია“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....