aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

“ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა მნიშვნელოვანია…მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას” – პელოსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა მნიშვნელოვანია…მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას” – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, მსოფლიოს აქვს არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

“ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის”, – წერს პელოსი.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.

ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

როგორც ირკვევა, პელოსის ტაიპეიში ჩასვლის შემდეგ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ.

ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

იტვირთბა....