ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სტუდენტებისგან დავალება მივიღე“: ახალი მინისტრი „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა

„სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, რომელსაც სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ გაიწელა რაღაც საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისად სტუდენტები საკმაოდ ვალიდურად აფიქსირებენ თავის სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს“- ამის შესახებ  განათლების ახამა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „აუდიტორია 115-ის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება კონკრეტულად იმ საკითხებს, რომლებიც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას დადასტურდა და შეთანხმდა.

„მე მივიღე სტუდენტებისგან დავალება, რომ ოპერატიულ რეჟიმში შევეცადო მთავრობაში ეს საკითხი გადავწყვიტო, რასაც დაუყოვნებლივ შევუდგები“- განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც ჯეჯელავა ამბობს, ის გეგმავს შეხვედრებს თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასთანაც.

 

იტვირთბა....