aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კანიბალიზმის საქმე: “საპყრობილეში მოხდა რაღაც”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ.  კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა და განახცადა, რომ მას ღმერთი დაიცავს. მისი ადვოკატის თქმით, პროცესზე შენგელიამ მას მადლობა გადაუხადა და მის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ბექას უნდა მიეცა ჩვენება, პოზიციები შეთანხმებული იყო, მაგრამ დღეს ის იყო არაადეკვატური, ისაუბრა ღმერთზე, თქვა, რომ მანიფესტით შეძლებდა პატიმრების ციხიდან გამოყვანას. ამბობდა,  რომ არ სურს ადვოკატი და შემდეგზე ღმერთს მოიყვანდა და ის დაიცავდა. მან თქვა,  რომ კარგი ადვოკატი ჰყავდა და მადლობა გადამიხადა. განაცხადა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე არ უნდა ადვოკატი“,- განაცხადა ბექა შენგელიას უკვე ყოფილმა ადვოკატმა, ლალი ბიწოშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებული შეურაცხადია:

„დღეს ბექას ჩვენება არ მიუცია. თქვა, რომ ეთანხმება, თან არ ეთახმება. თქვა, რომ არ მოკლა, მერე მოკლა. ბექა არის შეურაცხადი. დააკავეს თუ არა ის გლდანის მე-18 ფსიქიატრიულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავდათ. როცა მდგომარეობა დამძიმდა, მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ჩემი აზრით, საპყრობილეში მოხდა რაღაც. ბექა შენგელია არ მანიპულირებს ის მართლა შეურაცხადია”, – აღნიშნა მან.

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 პირს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა  ედება ბრალად.

გარდა ამისა, ე.წ კანიბალიზმის საქმეზე 3 პირს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. 

მკვლელობა გასული წლის ნოემბერში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მძიმე გარემოებებში მოკლეს ირმა ყოჩიაშვილის 76 წლის დედა. 

გარდაცვლილის დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

წყარო: 1tv

იტვირთბა....