aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი – კობახიძე პოზნერისთვის მოხდილ ბოდიშზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ ინტერნეტში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხეში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუს პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე უკავშირდება და თბილისში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო ბოდიშს უხდის.

„რა თქმა უნდა არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იყო თავის დროზე კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი რომ ორმაგი სტანდარტი, მეორე, ეს არის არაეთიკური ქმედება და ასე შემდეგ, ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პოზნერი საქართველოში, თანხმლებ პირებთან ერთად, 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
ამას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.
ზემოაღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი კი 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება.

იტვირთბა....