თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ყოფილ მთავარ პროკურორზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მწარიაშილი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე არაფორმალურად მართავს მთავარ პროკურატურას, მას აქვს გავლენა სასამართლოზე, თბილისის მერიაზე, ასევე გავლენის სფეროები აქვს ფინანსურ პოლიციაში და ის ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში.
მწარიაშილი ამბობს, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა მუშაობს ავარიულ რეჟიმში და ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სისტემა უვარგისია კრიზისულ სიტუაციებში.
https://youtu.be/lRNjeb-2Rd8