ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან კიბერშეტევების გააქტიურებას ელოდებიან

„კიბერშეტევები შესაძლოა, ორშაბათიდან განახლდეს“, ამის შესახებ ევროპოლის დირექტორი რობ უეინრაიტი აცხადებს. ინფორმაციას reuters.com ავრცელებს.

„ამ მომენტისთვის, ჩვენ დიდი და მზარდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. კიბერთავდასხმების შედეგად, დაზარალებულთა რიცხვი ორშაბათს კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ადამიანები სამსახურებში მივლენ და თავიანთ სამუშაო კომპიუტერებს ჩართავენ“, აცხადებს ევროპოლის დირექტორი.

მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. გამოყენებულია უცნობი ვირუსული პროგრამა. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც, ხაკერებმა თანხები მოითხოვეს, თუმცა ევროპოლის დირექტორი ამბობს, რომ დაზარალებულთა უმრავლესობამ ხაკერებს ფული არ გადაუხადა.

ევროპოლის დირექტორის მონაცემებით, სულ დაზარალდა 150 ქვეყნის 200 000 მომხმარებელი.

რუსეთში დავირუსდა შსს-ს სისტემა, ბრიტანეთში კი – ჯანდაცვის სისტემა. კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა – მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული.

იტვირთბა....