ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ის კორპუსები დაათვალიერეს, სადაც  ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი, ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.

იტვირთბა....