NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის დემოკრატია, 40% პასუხობს, რომ არ არის დემოკრატია, ხოლო 8%-მა არ იცის.გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ საჭიროებს გაუმჯობესებას.
კითხვას, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმების მოსაზრეობას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა, სრულად ეთანხმება 11 %, ნაწილობრივ ეთანხმება 43% , ნაწილობრივ არ ეთანხმება 21%, საერთოდ არ ეთანხმება 22%, კითხვაზე პასუხი არ იცის 5%.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.