ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რომელი მოსამართლეები დაინიშნენ გამოსაცდელი ვადით

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს  კენჭი უყარეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში არსებული ხუთივე ვაკანსია შეივსო. ადმინისტრაციულ პალატაში სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე და თეა ძიმისტარაშვილი. ხოლო უვადო მოსამართლეებად მიხეილ ჩინჩალაძე მარიამ ცისკაძე დაინიშნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში 5 ვაკანსიიდან ოთხი შეივსო. სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. ხოლო მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში შვიდი ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ადგილი შეივსო. რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი სამწლიანი ვადით დაინიშნენ, ხოლო მურმან ისაევი უვადო მოსამართლედ გამწესდა.

იტვირთბა....