ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი 12 მაისამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგგან შესაძლებელია სეტყვა.

 

დღეს, 11 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოში კი +16, +21 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და 15 მაისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

 

13 – 14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....