ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის-დასავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად,  სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. სინზიანის პროვინციაში მომხდარი მიწისქვეშა ბიძგებმა 180-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

დაშავებულთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქაშრაგის ოლქში, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქისრდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა.

იტვირთბა....