ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მე ჩემ ქვეყანაში არ მიშვებენ და საქართველოს მტერს ფეხქვეშ გაეგენ”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის სტუმრობას გამოეხმაურა. მისი თქმით, მას საქართველოში არ უშვებენ, ხოლო ქვეყნის მტრებს სხელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე  უარს არ ეუბნებიან:

“ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ “მოსკოვის რაიონი” დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და რუსეთში მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოვიდა. მის ვიზიტთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა:
„საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რამე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. დანარჩენი დამატებითი მოკვლევის საგანია და ჩვენ გავარკვევთ,” – აღნიშნა ხუციშვილმა.

იტვირთბა....