ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ “წერეთელზე” შეფერხებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.

უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა “წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

იტვირთბა....